ზუგდიდში გარემოვაჭრეებმა მერიის შენობის პიკეტირება და შენობაში შეჭრა სცადეს.
საპროტესტო აქცია წუხელ ზედამხედველობის სამსახურის მიერ მათი დახლების აღებას მოჰყვა. მოვაჭრეები დახლების ძველ ადგილას დააბრუნებას და ვაჭრობის უფლებას მოითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები, შენობის შესასვლელს იცავს დაცვის პოლიცია.
გარემოვაჭრეები ზუგდიდის მერს, ლაშა გოგიას, მოუწოდებენ, რომ, თუ უახლოეს პერიოდში არ შედგება შეხვედრა, ისინი შენობაში შევლენ.
გარემოვაჭრეები ამ დრომდე კვლავ რჩებიან მერიის წინ და აგრძელებენ აქციას.