LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შტუტგარტის ბაზაზე ბომბი იპოვეს

78

გერმანული ”შტუტგარტის” სამწვრთნელო ბაზის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ”ბილდი” იუწყება.

ადგილზე გამნაღმველების ბრიგადა მივიდა და სამოქალაქო პირების ევაკუაციის შემდეგ ბომბი წარმატებით გააუნებელყვეს.

”ეს იყო მეორე მსოფლიო ომისდროინდელი, 50-კილოგრამიანი ბომბი მექანიკური დეტონატორით”, – განაცხადა კლუბის წარმომადგენელმა კატია ლამპმა.

2009 წელს, ”შტუტგარტის” სტადიონის ”მერსედეც-ბენც-არენას” რეკონსტრუქციის დროს 34 ბომბი იყო ნაპოვნი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები