შუა აზიელები აჭარის მაღალმთიანეთითა და ეკოტურისტული მარშრუტებით დაინტერესდნენ. როგორც ”ფორტუნას” აწარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად შუა აზიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტურისტულ გამოფენაში ”ATM-2016” მონაწილეობს.
დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში 85 ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენელი მონაწილეობდა და 26 000 ვიზიტორი სტუმრობდა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამოფენაში მონაწილეობის გარდა, წელს რეგიონის ტურისტული პოტენციალის პრეზენტაციასაც გეგმავს.
პარალელურად, რეგიონის ტურისტული პროდუქტების წარდგენა იგეგმება ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაშიც, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პრეზენტაციას მაისში ჩაატარებს.
