მას შემდეგ, რაც ვენსან კასელი და ტინა კუნაკი ერთმანეთს დაშორდნენ, საზოგადოების მხრიდან 56 წლის მსახიობის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. ტაბლოიდები მსახიობის ახალ რომანზე ალაპარაკდნენ, ის ამჯერად 28 წლის მოდელთან, მალიკა ლუბეკთან დააწყვილეს. რამდენიმე კვირის წინ ინტერნეტსივრცეში ვიდეოც გავრცელდა, სადაც კასელი სწორედ მასთან არის დაფიქსირებული.
დისკოტეკებზე სიარულის შემდეგ, ვენსანმა ძმაკაცებთან დროის გატარება გადაწყვიტა. მან „ინსტაგრამზე“ ფოტო გაავრცელა სათაურით: „ვისაც ჰყავს მეგობრები, მას აქვს ყველაფერი“. შემდეგი პოსტი კი მან მამას მიძღვნა, რომელსაც იუბილე ჰქონდა და მასთან გადაღებული თინეიჯერობის ფოტოც გაავრცელა
„შუა ხნის კრიზისში მყოფი, წელს ზემოთ შიშველი მამაკაცების საძმო“, „ვენსანი ასეთი აქტიური სოც.ქსელში ჯერ არასდროს ყოფილა“, – წერენ კომენტარებში.