LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შუამდგომლობა მაქსიმალურად გონივრულ ვადაში წარმოვადგინეთ” – მელიას სასამართლო დღეს არ იქნება

78
BeFunky-collage (4)

პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, უწყებამ სასამართლოს ნიკა მელიას საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მაქსიმალურად გონირვულ ვადაში მიმართა.

“ბუნებრივია, სასამართლოზეა დამოკიდებული რა ვადაში მოხდება ამ შუამდგომლობის განხილვა, ჩვენი შუამდგომლობა მაქსიმალურად გონივრულ ვადაში წარმოვადგინეთ და როგორც საზოგადოებისთვის ეს არის ცნობილი, ჩვენი დეკლარილებული პოზიცია იყო ის, რომ როგორც ზოგადად, ისე ამ შემთხვევაში, პატიმრობა არ წარმოადგენდა ჩვენს თვითმიზანს, აქ საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე, სათანადო ქცევაზე სისხლის სამართლებრივ სივრცეში და ზოგადად, პრინციპზე, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია”- ამბობს სადრაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიკა მელიას სასამართლო პროცესის თარიღი ხვალ დილით გახდება ცნობილი.

პროკურატურამ შუამდგომლობა პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოში ოფიციალურად ცოტა ხნის წინ შეიტანა

ნიკა მელიას გირაოს თანხა – 40 000 ლარი ევროკავშირმა გუშინ გადაიხადა.

ტყუილად ბაქიბუქობდა, დაიჭირეს კიდეც და გირაოც მიიღო ძალიან კარგად – პრემიერი მელიაზე

როცა მელია გამოვა, აუცილებლად უნდა დაიკავოს პარლამენტში ადგილი – კუჭავა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g