LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყუილად ბაქიბუქობდა, დაიჭირეს კიდეც და გირაოც მიიღო ძალიან კარგად – პრემიერი მელიაზე

80
BeFunky-collage (4)

პრემიერ-მინისტრი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კანონის აღსასრულებლად ნებართვას არავის შეეკითხებიან. ირაკლი ღარიბვაშვილის თქმით, ქვეყანაში კანონზე მაღლა ვერავინ ვერასდროს დადგება.

„დღეს ქვეყანაში გვაქვს უამრავი პრობლემა, როგორიცაა სიღარიბე, უმუშევრობა, კოვიდპანდემია. არ მაინტერესებს გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადდგმული სპექტაკლები და შოუ. ჩვენ კარგად გვახსოვს, ეს ადამიანი ამბობდა, რომ ვერც დაიჭერდნენ და არც გირაოს გადაიხდიდა.

კანონი აღსრულდა და ჩვენ ნებართვას არავის არასდროს შევეკითხებით, რომ კანონი აღსრულდეს და მას ყველა დაემორჩილოს, ეს უნდა დაიმახსოვროს ყველამ. ამ ქვეყანაში არავინ დგას კანონზე მაღლა, არც დაბლა.

არავის შევეკითხებით ნებართვას, მათ შორის არც ამ გაუგებარ ადამიანს, რომელიც ტყუილად ბაქიბუქობდა და ამბობდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა. აღმოჩნდა, რომ დაიჭირეს კიდეც და გირაოც ძალიან კარგად მიიღო “. – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა.

შემდეგი ნაბიჯი ნიკა მელიას მიერ ციხის დატოვება იქნება: ვიოლა ფონ ფრამონი

მელიასთვის EU-ს მიერ გირაოს გადახდით ოფიციალურად გაფორმდა, რომ ქართულ ოცნებას პოლიტიკური პატიმრები ჰყავს: ხატია დეკანოიძე

წინადადება გირაოს გადახდის შემთხვევაში ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ძალაშია: პროკურატურა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები