ევროკავშირის მიერ, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარისთვის გირაოს გადახდას, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი განცხადებით, გირაოს გადახდით ოფიციალურად გაფორმდა, რომ ქართულ ოცნებას პოლიტიკური პატიმრები ჰყავს.
ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა
„ევროკავშირის მიერ პოლიტიკურად მოტივირებული საქმის აღიარება, ნიკას პოლიტპატიმრად მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოცხადება – ეს არის ჩვენი მეგობრების მიერ დეკლარირებული გირაოს მთავარი შინაარსი. ოფიციალურად გაფორმდა, რომ ქართულ ოცნებას პოლიტიკური პატიმრები ჰყავს. დარწმუნებული ვარ, ნიკა ძალიან მალე თავისუფლებაზე იქნება!”, – წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.