LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა

73
მელია-ნიკა

ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა.

„დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბატონი მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა.

გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე“, – წერია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g