LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შუმახერის Bugatti გერმანიაში წყალდიდობის დროს დაზიანდა

44
shumaxerbugatti

ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც გერმანიაში მომხდარი წყალდიდობის შედეგებია ასახული. ვიდეოში გადაღებულია არაერთი დაზიანებული სუპერქარი, რომელთა შორისაცაა ექსკლუზიური Bugatti EB 110 SS, მოდელი რომელიც მიხაელ შუმახერს ეკუთვნოდა. ზუსტად რა დაზიანებები მიიღო სუპერქარმა უცნობია, თუმცა ავტოსალონს რომ წინ სერიოზული სამუშაოები ელის ფაქტია.

შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოში ჩანს დატბორილი ფარეხი, სადაც არაერთი უნიკალური სუპერქარი ინახება, მათ შორის – Ferrari 812 Superfast და 575 Superamerica, ასევე Mercedes-Benz SLR McLaren უიშვიათესი შესრულებით – 722 Edition. წყალდიდობამ ყველა მოდელი დააზიანა, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება მაინც Bugatti EB 110 SS–მა მიიქცია. ექსპერტთა აზრით, მოდელი წარსულში ლეგენდარულ მრბოლელს მიხაელ შუმახერს ეკუთვნოდა.

უტყუარი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ეს Bugatti ნამდვილად შუმახერისაა არ არსებობს. ცნობილი ავტომრბოლელი 1994 წლიდან 2003 წლამდე მართლაც ფლობდა ყვითელი ფერის EB 110 SS–ს, თუმცა რა ბედი ეწია შემდეგ ამ სპორტქარს რთული სათქმელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები