LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შუქნიშნის ობიექტის მოწყობით, არსებული ნაკადები დაიყოფა“ – კალაძე გმირთა მოედანზე საგზაო მოძრაობის ცვლილებებს აანონსებს 

185
გმირთა მოედანი

გმირთა მოედანზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილებები შედის. ამის შესახებ დღეს, მუნიციპალიტეტის სხდომაზე თბილისის მერის კახა კალაძის განაცხადა.

მისი თქმით, დაგეგმილია სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება, გამტარუნარიანობისა და უსაფრთხოების გაზრდა მინიმალური ინფრასტრუქტურული ჩარევით:

„მოგეხსენებათ, გმირთა მოედანი ქალაქის ერთ-ერთი პრობლემური სატრანსპორტო კვანძია, სადაც ბევრი ავტომობილი იყრის თავს და გადაადგილება შეუძლებელია, განსაკუთრებით პიკის საათებში.

ამ კვანძის ამჟამინდელი დაგეგმარებით, რამდენიმე მიმართულების კვეთა ხდება დარეგულირების გარეშე – ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან, ასევე, კოსტავას ქუჩისა და თამარ მეფის გამზირიდან, რაც ართულებს ნაკადების შეუფერხებელ გადაადგილებას.

კვანძზე შუქნიშნის ობიექტის მოწყობით, არსებული ნაკადები დაიყოფა, რაც გააუმჯობესებს გამტარუნარიანობას. დაგეგმილი ცვლილებები დადებითად აისახება, როგორც კერძო ავტომობილების, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაზე.“– განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა დაამატა, დაგეგმილ ცვლილებებზე უკვე მომზადდა სიმულაციური მოდელირება, რაც შერჩეული გადაწყვეტის ეფექტურობაზე მიუთითებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები