ბათუმის დრამატული თეატრის გადაწყვეტილებას, რომელმაც მსახიობი თამარ მაყაშვილი მის მიერ გაკეთებული დისკრიმინაციული განცხადების გამო სპექტაკლიდან მოხსნა, ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.
რუსუდან გოცირიძე წერს, რომ „პოლიტიკური ანგარიშსწორების სუნი სცემს“.
ახლა, ჩვენი სამართლიანი აღშფოთებით ( ძალიან აღვშფოთდი და ძალიან ცუდად მოიქცნენ ნამდვილად!!!) უნდა ისარგებლონ და შური იძიონ მაყაშვილების ოჯახზე???? იძიეს შური დიდი მაესტროს ლუბიმჩიკის კარიერის დანგრევის გამო?????
არასოდეს არაფერზე ჰქონიათ ასეთი მყისიერი რეაქცია სახელმწიფო წარმომადგენლობას და კულტურის მესვეურებს და უცებ, გუშინდელ ამბავს დღევანდელი სასჯელი მოაყოლეს!!!
სიმუხთლეცაა და სიმუხთლეც!!!!!!
თუ ვინმე სხვანაირად ხედავთ, თუ ფიქრობთ, რომ დღეს გამოეღვიძა ამ ქვეყანას და ხალხის ხმას დაუგდო ყური, მეც დამანახეთ აბა???? მარტო მე მცემს პოლიტიკური ანგარიშსწორების სუნი?“,- წერს რუსუდან გოცირიძე.
ახლა, ჩვენი სამართლიანი აღშფოთებით ( ძალიან აღვშფოთდი და ძალიან ცუდად მოიქცნენ ნამდვილად!!!) უნდა ისარგებლონ და შური…
Posted by Rusudan Gotsiridze on სამშაბათი, 01 ნოემბერი, 2022
ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ აქ:
მსახიობი თამარ მაყაშვილი „იმედის“ ეთერში გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიშს იხდის
მსახიობი თამარ მაყაშვილი ბათუმის თეატრმა მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა