პროდიუსერი ნატო დუმბაძე ეხმიანება ბათუმის დრამატული თეატრის გადაწყვეტილებას, „ტელეიმედში“ გაკეთებული განცხადების გამო, თეატრის რეპერტუარიდან მოხსნას მსახიობი თამარ მაყაშვილი:
მსახიობი თამარ მაყაშვილი ბათუმის თეატრმა მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა
„გაოგნებული ვარ მართლა, არ გამიკვირდება, კოცონი დაანთონ და დაწვან, ეს რა უბედურებაა, მართლა რა ხდება? ერთი უწყინარი ხუმრობის გამო თამარ მაყაშვილს რა დღე დააყარეს, კომპარტიაა თუ რა ხდება, აჭარაზე და აჭარლებზე ვგიჟდები, მაგრამ ეს რა დამოკიდებულებაა, მართლა არ მესმის! გარიცხეს ანუ თეატრიდან? მეტს კი არაფერს აკეთებდნენ კომუნისტები! მე მაპატიეთ, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს ყოვლად მიუღებელია! თუ შეეშალა, ბოდიშიც მოიხადა!
თამარ მაყაშვილი, მიყვარხარ ჩემო ოქრო, ეს ისტორიაში ჩაიწერება!
„ბათუმის დრამატული თეატრის გადაწყვეტილებით, თამარ მაყაშვილი მიმდინარე რეპერტუარიდან მოიხსნა”.
მსახიობი თამარ მაყაშვილი „იმედის“ ეთერში გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიშს იხდის