58 წლის ავსტრალიელი მსახიობი და ოსკარის მფლობელი ნიკოლ კიდმანი Vogue-ის ახალი სპეციალური ნომრის ვარსკვლავია. გარეკანზე ის „ივ სენ ლორანის“ ყავისფერ კაბაში ბრწყინავს და ვარცხნილობაც აშკარად შეცვილილი აქვს.
ფოტოგრაფ კარლინ ჯეიკობსის კამერის წინ ნიკოლი სხვა შთამბეჭდავ ლუქებშიც პოზირებს: „მარჯიელას“ ექსტრავაგანტური ღია მწვანე კაბა ნიღბით, „დოლჩე და გაბანას“ ხავერდის ღვინისფერი კაბა, „ვალენტინოს“ ულამაზესი კაბა ნახატიან ნეილონის კოლჰოტთან ერთად, „სკიაპარელის“ ვერცხლისფერი კაბა და სხვა.
ჟურნალთან ინტერვიუში ნიკოლმა ისაუბრა საკუთარ კარიერაზე, ახალ ნამუშევარზე, „პრაქტიკული მაგია 2“-ზე და საყვარელ როლებზე. მან კომენტარი არ გააკეთა კიტ ურბანთან განქორწინებაზე, რომელთანაც 19 წელი იყო დაქორწინებული. სავარაუდოდ, ინტერვიუ მომზადდა მანამ, სანამ განქორწინების შესახებ ცნობილი გახდებოდა.
კიტ ურბანთან დაშორების შემდეგ, ნიკოლ კიდმანი მათი ქალიშვილების თანხლებით „შანელის“ შოუს დაესწრო