LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შუშის მირაჟი – მაიკლ კორსის პლაჟის სახლი

205
page

ცნობილმა დიზაინერმა, 59 წლის მაიკლ კორსმა, რომელიც ერთგულ პარტნიორთან ლანს ლეპერთან ერთდ მართავს მილიარდიან იმპერიას და 1008 მაღაზიას, მთავარ გატაცებად კი, მოგზაურობას და პრესტიჟულ კურორტებზე დასვენებას თვლის, ფლორიდას სანაპიროზე მდიდრული ვილას აშენება გადაწყვიტა, რომელშიც როგორც თავად აღნიშნა, ყველა საყვარელი კურორტს გააერთიანებდა.

სახლის მშენებლობა, რომლის პროექტზე არქიტექტურულმა ბიურომ Stelle Lomont Rouhani იზრუნა, საკმაოდ დიდხანს – ხუთი წელი გაგრძელდა, თუმცა, საბოლოოდ წყვილმა ზუსტად ის კომფორტული გარემო მიიღო, რომელზეც გაცნობის დღიდან ოცნებობდა.  სხვათაშორის, ლეპერი, რომელიც დღეს “მაიკლ კორსის” ქალის ტანსაცმლის ხაზს ხელმძღვანელობს, 1990 წელს სწორედ კორსის კომპანიაში გადიოდა პრაქტიკას, თუმცა დიზაინერის სიყვარულის მოსაპოვებლად რამდენიმე წელი დასჭირდა.

გასული საუკუნის 60-იანი წლების მოტელის სტილის სახლის პროექტირებისას, წყვილის ერთადერთი სურვილი ადგილობრივ ლანდშაფტთან სრული შერწყმა იყო, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ვილას მთავარი უპირატესობა არაჩვეულებრივი ხედები და ბაღია ტროპიკული ხილითა და იშვიათი ჯიშის მცენარეებით. არანაკლებ შთამბეჭდავია ნეიტრალურ ფერებში შესრულებული ინტერიერი ჰანს ვენგერის რეტრო ავეჯით, ანდრიანა შამარის გაქვავებული ხის სავარძლებით და შეკვეთით შესრულებული ქვიშისფერი დივანით, რომელიც იდეალურ ფონს ქმნიან კორსის მარჯნის კოლექციისთვის. სხვათაშორის, დიზაინერი დიდი ხანია აგროვებს ხელოვნების ორიგინალურ ნიმუშებს, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია კერამიკის თასი The New Craftsmen-ის გალერეადან, გოგრის ბოთლები ჩინეთიდან და ძვირფასი თვლებით მოჭედილი ზარდახშა ამსტერდამიდან.

როგორც აღმოჩნდა, პლაჟის სახლში წყვილი მხოლოდ უქმეებს ატარებს, როცა ნიუ-იორკის ჩვეული აჟიოტაჟისგან შორს, ზანტად საუზმობს ტერასაზე და დიდხანს სეირნობს ველოსიპედით.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g