“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ჟურნალისტებთან მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილი და გიორგი გახარია ერთმანეთს შეხვდნენ, ამბობს, რომ შეუძლებელია, სერიოზული კომენტარი გააკეთოს.
გიორგი გახარია ვაშინგტონში სააკაშვილს შეხვდა? - სად დააფიქსირეს ყოფილი პირველი პირები
შედგა თუ არა რაიმე ტიპის შეხვედრა გიორგი გახარიასა და ნიკა მელიას შორის, უცნობია.
მისი თქმით, ამ საკითხზე სერიოზული კომენტარის გაკეთება სასაცილო იქნება.
“სერიოზულად როგორ ვუპასუხო ქართული ოცნების შემოთავაზებულ დღის წერიგს, სადაც საუბარია იმაზე, რომ გახარიას თურმე სააკაშვილი მართავს, მეტიც, თურმე ამ წლების განმავლობაში, როცს გახარია პრემიერ – მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ბიძინა ივანიშვილი კი არა, თურმე, სააკაშვილი მართავდა ამ ადამიანს.
მე მგონია, რომ საზოგადოების შეურაცხყოფაა, როცა “ქართულ ოცნებას” ასეთი ფორმით უნდა, რომ ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას.
საბოლოო ჯამში, შუშის სასახლეში სააკაშვილთან შეხვედრას არ დააბრალებდნენ ივანიშვილს და მეტს არაფერს ვჩივი, ბატონი კობახიძე და ანრი ოხანაშვილი.
ამ თემაზე სერიოზული კომენტარი, რომ გახარია და სააკაშვილი ერთმანეთს ხვდებიან და სააკაშვილის მართულია გახარია, ცოტა არ იყოს სასაცილოა. უფრო მგონია, რომ გახარიას მოქმედებები ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ე.წ. გაწმენდით სამუშაოებს”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
