LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვარცენეგერმა Bugatti Veyron 2,5 მილიონ დოლარად გაყიდა

72

მსახიობმა და კალიფორნიის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა არნოლდ შვარცენეგერმა თავისი Bugatti Veyron 2,5 მილიონ დოლარად გაყიდა. მყიდველი ლუქსის კლასის ავტომობილებით მოვაჭრე ობი ოკეკე გახდა. ჰიპერქარი, რომლის გარბენიც 1 600 კილომეტრია, მან შემდგომი გაყიდვისთვის შეიძინა.

ავტომობილი მოდიფიკაციით Grand Sport Vitesse შვარცენეგერმა 2014 წელს იყიდა. ის აღჭურვილია რვა ლიტრიანი W16 ძრავით. აგრეგატი 1 200 ცხენის ძალას ავითარებს.

ას კილომეტრს Bugatti Veyron Grand Sport Vitesse 2,6 წამშ კრებს. ჰიპერქარის მაქსიმალური სიჩქარე 410 კმ/საათია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები