LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: BMW-ს ახალ რეკლამაში მთავარ როლს არნოლდ შვარცენეგერი ასრულებს

53
30b4795a1d616dc482cd4631c173c0e28a26160f

კომპანია BMW-მ თავის Youtube არხზე გაავრცელა სარეკლამო რგოლის ნაწყვეტი, სადაც მთავარ როლს არნოლდ შვარცენეგერი ასრულებს. ახალ რეკლამას ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ფინალურ მატჩზე აჩვენებენ.

შვარცენეგერმა ზევსის როლი შეასრულა, რაც სავარაუდოდ იმას ნიშნავს რომ ბავარიული ბრენდი სუპერ-ბოულის დროს ახალ ელექტროქარს წარადგენს.

ვიდეოში ყავახანაში განვითარებული მოვლენებია ასახული. ბარისტა ცდილობს, რომ მყიდველის სახელი წარმოთქვას, რათა ჭიქაზე მისი სწორად დაწერა შეძლოს. ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდება, ამიტომ კლიენტს შეხედავს და მის წინ შვარცენეგერი დგას. დიალოგის დროს მსახიობი განაცხადებს, რომ ის ბერძნული ღმერთი ზევსია. ამის შემდეგ თავის ყავას აიღებს, ბარისტას მკაცრ მზერას სტყორცნის და კაფეს დატოვებს.

ზევსი ხომ ელვისა და ჭექა-ქუხილის სახეა, ამიტომ BMW-ს ახალი რეკლამა სავარაუდოდ, ელექტრომობილის იქნება.

აღსანიშნავია, რომ სუპერ-ბოულზე რეკლამა საკმაოდ ძვირად ფასობს. წელს 30 წამიანი ეფირის ფასი 6,5 მილიონი დოლარი იქნება.

 

https://www.youtube.com/watch?v=pxXrtoZh6_k

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები