LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შვებულება მენსტრუაციის გამო“ – პროფკავშირი „ლაბორი“ საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებას იწყებს

178
მენსტრუალური ტკივილი

„ლაბორი“ [აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირი] ქალი დასაქმებულებისთვის დამატებით ანაზღაურებადი „შვებულება მენსტრუაციის გამო“ დაკანონებისათვის საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებას იწყებს.

როგორც პროფკავშირის განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი მენსტრუაციასთან დაკავშირებული ტაბუს აღმოსაფხვრა; გენდერული თანასწორობის მიღწევა; ღირსეული შრომის სტანდარტებისა და პირობების გაუმჯობესებაა:

„იმის გათვალისწინებით, რომ ქალები ბიოლოგიურად თვეში ერთხელ 3-7 დღის განმავლობაში განიცდიან მენსტრუაციას, რაც ბევრ ქალში იწვევს ისეთ ტკივილს, რომ მუშაობა უჭირთ, ქალები იძულებულები არიან, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები მიიღონ და მათი ზემოქმედების ქვეშ გააგრძელონ მუშაობა.

აგრეთვე, იმის მხედველობაში მიღებით, რომ საქართველოს შრომის კოდექსი დასაშვებად მიიჩნევს ცვლილებებს, რომლებიც გააუმჯობესებს დასაქმებულის მდგომარეობას, „ლაბორი“ ქალი დასაქმებულებისთვის აწესებს ანაზღაურებად შვებულებას მენსტრუაციის გამო.

„ლაბორის“ ქალთა კომიტეტის ინიციატივითა და გამგეობის გადაწყვეტილებით -მენსტრუაციასთან დაკავშირებული ტაბუს აღმოსაფხვრელად; გენდერული თანასწორობის მისაღწევად; ღირსეული შრომის სტანდარტებისა და პირობების გაუმჯობესების მიზნით „ლაბორი“ იწყებს საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებას მენსტრუაციის გამო დამატებითი ანაზღაურებადი შევებულების დაკანონებისათვის.“ – აღნიშნულია „ლაბორის“ განცხადებაში.

👉 იმის გათვალისწინებით, რომ ქალები ბიოლოგიურად თვეში ერთხელ 3-7 დღის განმავლობაში განიცდიან მენსტრუაციას, რაც ბევრ ქალში…

Posted by ლაბორ • LABOR on Tuesday 2 April 2024

პოპულარულები