LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთის მეფემ ABBA-ს სამეფო ორდენი მიანიჭა

150
Untitled

შვედურ პოპ სენსაციას – ABBA, რომლის მუსიკა ხუთ ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგაც პოპულარულია, შვედეთის მეფე, კარლ XVI გუსტავმა, ვასას სამეფო ორდენი მიანიჭა.

ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო შვედეთში, საშემსრულებლო ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ბენდის ოთხივე წევრს – აგნეტა ფელტსკუგს, ბიორნ ულვეუსს, ბენი ანდერსონსა და ანი-ფრიდ ლიუნგსტადს გადაეცა.

საკულტო ჯგუფმა ორდენი მეფის სასახლეში, საზეიმო ცერემონიაზე მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ABBA-მ 40 წლიანი მუსიკალური პაუზის შემდეგ, 2021 წელს, მეცხრე და კარიერის უკანასკნელი სტუდიური ალბომი – Voyage გამოუშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები