2025 წლის „ნობელის” გალაზე შვედეთის პრინცესა მადლენმა არჩევანი კიდევ ერთხელ გააკეთა ელეგანტურ და მდგრად სტილზე. მან საყვარელი დიზაინერის, „ჯენი პეკჰამის” ბრწყინვალე კაბა ხელახლა მოირგო.
ბრიტანელი დიზაინერის ერთგული თაყვანისმცემელი პრინცესა გალაზე იმავე კაბით გამოჩნდა, რომელიც 2023 წელს, მეფე კარლ გუსტავის ოქროს იუბილეზე ეცვა. კაბა გამოირჩეოდა მსუბუქი, ჰაეროვანი სილუეტის ტიულის ქვედაბოლოთი, რომელიც თანდათან გადადიოდა მჭიდროდ მორგებულ, მძივებით მდიდრულად გაფორმებულ ბოდეში. ანსამბლს სრულყოფილ ელფერს სძენდა მხრებზე გადაფენილი გამჭვირვალე, ნაქარგი ზედა ფენა. პრინცესამ ლუქი ისტორიული „აქვამარინის” დიადემითა და შესაბამისი საყურეებით დაასრულა.

სამეფო ეტიკეტის შესაბამისად, მის ტანსაცმელს ამშვენებდა სერაფიმის ორდენის ლენტი და ვარსკვლავი, ასევე მეფის პორტრეტის ბროში, ზუსტად ისე, როგორც დანარჩენ სამეფო ოჯახის წევრებს. ელეგანტური სტილი, ისტორიული სიმბოლიკა და დახვეწილი ბრწყინვალება, პრინცესა მადლენი „ნობელის” გალაზე ბრწყინავდა.



