LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთის სკოლებში სმარტფონების აკრძალვა სურთ

134
037dacfe-3a05-46ea-a07c-b9d338a019d5

შვედეთის დაწყებითი სკოლების მოსწავლეებს სმარტფონების გამოყენებას როგორც გაკვეთილების დროს, ასევე შესვენებებზეც აუკრძალავენ. ჩინოვნიკთა აზრით, ამ გზით ბავშვები სწავლაზე კონცენტრირებას უკეთ შეძლებენ, წერს გამოცემა ehtrust.

გასულ წელს კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით, მოსწავლეებს ტელეფონების გამოყენება მასწავლებლის ნებართვით შეეძლოთ. ახალი კანონი კი ამ წესს ბევრად გაამკაცრებს: მობილურ ტელეფონებს დილაობით ყველას ჩამოართმევენ და მხოლოდ სასწავლო დღის ბოლოს დაუბრუნებენ. თუმცა, სკოლის დირექტორებს ინდივიდუალურ გამონაკლისებზე გადაწყვეტილების მიღება შეეძლებათ.
მოსალოდნელია, რომ კანონი ძალაში მომავალი წლიდან შევა.

სმარტფონების აკრძალვა სურთ ფინეთის სკოლებშიც და ამ აკრძალვის დაკანონებას ამჟამად ქვეყნის სახელისუფლებო ორგანო განიხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები