LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედი პოლიტიკოსი გააუპატიურეს

113

 

შვედი პოლიტიკოსი მისი შეხედულებების გამო გააუპატიურეს. როგორც  პატრიკ ლიჯეგლოდმა საკუთარ Facebook-ზე დაწერა,
მას ჯერ დანით დაემუქრნენ და შემდეგ გააუპატიურეს. მისი თქმით, თავდამსხმელების მოტივი მისი პოლიტიკური შეხედულებები იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციას  BBC ავრცელებს.

ლიჯეგლოდი ქალაქ ფალუნში მემარცხენე პარტიის ლიდერია. პოლიციამ ძალადობის ფაქტი დაადასტურა. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება. ლიჯეგლოდის თქმით, მას ერჩივნა ეს ამბავი არ გახმაურებულიყო, მაგრამ რადგან ამას პოლიტიკური მოტივი ჰქონდა, “დუმილი დაუშვებელია”.

შვედეთის მემარცხენეების პარტია ქვეყანაში სიდიდით მეექვსეა და საკუთარ თავს სოციალისტურს, პროფემინისტურს უწოდებს. პარტიის მთავარი პრიორიტეტებია სამუშაო ადგილები, სოციალური მომსახურება და გენდერული თანასწორობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g