შვეიცარიაში, 27 წლის მამაკაცმა მატარებლის ვაგონში ხანძარი გააჩინა, შემდეგ კი დანით 6 ადამიანი დაჭრა.
დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“ბი-ბი-სის” ცნობით, რამდენიმე მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. დაჭრილებს შორის ერთი მცირეწლოვანია.
დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
