2018 წლიდან შვეიცარიას ახალი პრეზიდენტი ეყოლება. ქვეყნის პარლამენტმა გუშინ ამ პოსტზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ალან ბერსე, აირჩია. ორივე პალატის სხდომაზე 228 დეპუტატიდან, ბერსეს მხარი 192-მა დაუჭირა.
ქვეყნის ვიცეპრეზიდენტად არჩეულია თავდაცვის, მოსახლეობის დაცვის და სპორტის ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილი მაურერი.
ალან ბერსე თანამდებობაზე მუშაობას ოფიციალურად 2018 წლის პირველი იანვრიდან შეუდგება.