შვეიცარიაში დაფუძნებული ფრანგულენოვანი ტურისტული ონლაინ გამოცემა Pichon Voyageur, რომელიც მოგზაურობის თემაზე ანალიტიკურ და საინფორმაციო მასალებს აქვეყნებს, საქართველოს შესახებ წერს.
სტატიაში საქართველო წარმოდგენილია როგორც ევროპასა და აზიას შორის მდებარე ქვეყანა, საქართველოში მოგზაურობა კი – არა როგორც სწრაფი ტურისტული ვიზიტი, არამედ გამოცდილების ხანგრძლივი პროცესი.
სტატიის ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს თბილისზე, ღვინის კულტურასა და ნაკლებად ათვისებულ ტურისტულ მიმართულებებზე, ასევე, მკითხველს ამცნობს, რომ ევროპული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია EasyJet ჟენევასა და თბილისს პირდაპირი ავიამიმოსვლით აკავშირებს.
ცნობისთვის, ჟურნალისტმა ბერნარ პიშონმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა.