შვეიცარიულმა სოფელმა საკუთარი ფულის ვალუტა შექმნა. „BBc”-ის ინფორმაციით, საუბარია პატარა დასახლება ლე-დიაბლერეზე, რომელმაც ახალი ვალუტა – ისენაუ გამოიგონა. სოფელმა ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მათ ფულის დაგროვება და ახალი ფუნიკულიორის გაკეთება სურთ. სქემა კი ძალიან მარტივია. ისენაუს კურსი 10 შვეიცარიულ ფრანკს უტოლდება. სოფელში ჩასულ ტურისტებს მაღაზიები თუ რესტორნები ხურდის სახით, სწორედ ადგილობრივ კუპიურას მისცემენ. ისენაუს დახარჯვა კი ისევ და ისევ მხოლოდ სოფელში იქნება შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ფულის შემოდინება გაიზრდება და ლე-დიაბლერეს ბიუჯეტში დამატებითი ფინანსები გაჩნდება. თუ რამდენად გაამართლებს ინოვაციური იდეა, ეს აპრილის თვიდან გაირკვევა.