LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შველას ვითხოვ, არ მინდა შვილი მომიკლან” – 25 წლის პატიმრის დედა (ვიდეო)

669
დედა

25 წლის პატიმრის დედა დახმარებას ითხოვს. ზუგდიდში მცხოვრები ნესტან ცირდავა ამბობს, რომ მან დღეს ციხიდან წერილი მიიღო, სადაც შვილი ნიკა ლოგუა მის მიმართ ცუდ მოპყრობაზე უყვება. ცირდავა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მისმა შვილმა სახალხო დამცველთან შეხვედრა მოითხოვა, მასზე ზეწოლა დაიწყო. ცირდავა ყვება, რომ შვილს საჭმელიც კი არ მისცეს, რის შემდეგაც, დედის თქმით, ნიკა ლოგუამ თვითდაზიანებები მიიყენა.

“შველას ვითხოვ, არ მინდა შვილი მომიკლან. მიხედონ, თუ სამკურნალოა უმკურნალონ“, – ამბობს ცირდავა.

ნიკა ლოგუა 2016 წელსზუგდიდში, სუპერმარკეტის გაქურდვის მცდელობისთვის დააკავეს და მანამდე ნასამართლეობის გამო, ექვსი წელი მიუსაჯეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები