LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვიდი ყველაზე მდიდრული ნომერი საუკეთესო სასტუმროებში

433

თუ მაქსიმალური კომფორტით გსურთ დასვენება, მაშინ სასტუმროც შესაბამისი უნდა აირჩიოთ. გთავაზობთ ყველაზე მდიდრულ ნომრებს მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროებში.

 

The 13, მაკაო

საიმპერატორო სასტუმრო ჩინეთის სამხრეთში, კოლოანისა და ტაიპას კუნძულებს შორის ჩინელმა ბიზნესმენმა სტივენ ჰუნგომ ააგო. ბაროკოს სტილში გაფორმებული ინტერიერით და ბროლის ჭაღებით, მარმარილოს მოძრავი იატაკითა და აღორძინების ეპოქის ფრესკებით მოხატულ სასტუმროში ყველაზე დიდი ნომერის ფართი 2787 კვ. მეტრს შეადგენს. სადილობა „მიშლენის“ სამი ვარსკვლავის მფლობელ  რესტორაში შეიძლება, ქალაქში გასეირნება კი – წითელი ფერის Rolls Royce Phantom-ით. გარდა ამისა, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ისარგებლოთ პირადი მოახლის მომსახურებით, თუმცა მთელი ეს ფუფუნება ერთ ღამეში 7 მლნ. დოლარი დაგიჯდებათ.

 

Four Seasons, ნიუ-იორკი

პენტჰაუსი TY Warner სასტუმრო Four Seasons-ში, რომელიც დღე-ღამეში 45 000 დოლარი ღირს, ყველაზე ძვირადღირებული ნომერია ჩრდილოეთ მაერიკაში. უზარმაზარ ნომერს, რომელიც ფეხბურთის მოედანსაც არ ჩამორჩება ზომებით, სასიამოვნო ბონუსებიც ახლავს თან: პერსონალური მწვრთნელის და მასაჟისტის, პირადი მოახლისა და მძღოლის მომსახურებით. გარდა ამისა, დიზაინერული ავეჯით, სადაფითა და ჩინური ონიქსით ინკრუსტირებულ, ხელოვნების ნიმუშებით გაფორმებულ ნომერში დაბინავებულს ყოველთვის შეგიძლიათ დატკბეთ მანჰეტენის ხედებით 213 მეტრის სიმაღლიდან.

 

Hôtel Président Wilson, ჟენევა

მათ, ვისაც ნამდვილ ჯეიმს ბონდად სურს იგრძნოს თავი, აუცილებლად მოეწონება Royal Penthouse Suite ჟენევის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროში. ბოლო სართულზე, 1 700 კვ. მეტრზე გაშლილი ნომერს ჯავშნიანი კარი და ტყვიაგაუმტარი ფანჯრები, საკუთარი ლიფტი და ვერტმფრენის მოედანი აქვს. ნომრის 12 საძინებლიდან ბრწყინვალე ხედი იშლება ჟენევის ტბაზე, ალპებსა და მონბლანზე. ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულებს, ჩვეული რეჟიმის დაცვა საკუთარ სპორტულ დარბაზში შეუძლიათ, საყვარელი ფილმის ნახვა კი, 103 დიაგონალის, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტელევიზორში. თავის დროზე, სწორედ ამ ნომერში, რომელიც 800 000 დოლარი ღირს, ემალებოდნენ რეპორტიორებს ლუი არმსტრონგი, მაიკლ ჯექსონი და ბილ კლინტონი.

 

Emirates Palace, აბუ-დაბი

მწვანე ოაზისში ჩაფლული Emirates Palace, თავისი ბრწყინვალებით არაბ შეიხებსაც კი აოცებს. უძვირფასესი სასტუმროს მშენებლობაზე 2 ტონა ოქრო დაიხარჯა, რომელიც მართლაც ყველგანაა – კედლებზე, ფარდებსა და ყავის ქაფშიც კი. ნომერში ყოველდღე ყვავილების ახალი კომპოზიცია კეთდება, რომელიც ზომით მსუბუქ მანქანას აღემატება, სხვა დელიკატესებს შორის კი, განსაკუთრებით პატივცემულ სტუმრებს გასული საუკუნის ალკოჰოლური სასმელითა და იშვითი ალბინოსი თევზების ხიზილალით უმასპინძლდებიან.


 

Laucala Island Resort, ლაუკალას კუნძული, ფიჯი

კომპანია Red Bull-ის დამაარსებელი დიტრიხ მატეშიცი ერთ მშვენიერ დღეს მიხვდა, რომ განმარტოვება და მშვიდად დასვენება ყველაზე უკეთ საკუთარ კუნძულზე შეიძლება და ფორბსის ოჯახისგან კუნძული ლაუკალუ  გამოისყიდა10 მლნ. დოლარად, მოგვიანებით კი,  სასტუმრო Laucala Island Resort წამოჭიმა, სადაც მხოლოდ კერძო თვითმფრინავით შეიძლება მოხვედრა. მანგოს ბაღებსა და ქოქოსის პლანტაციებში ჩაკარგული სასტუმრო იდეალური ადგილია გოლფის სათამაშოდ, ცხენით სასეირნოდ და ყოველდღიური პრობლემების დასავიწყებლად. ღამის გატარება თავად მატეშიცის აპარტამენტებშიც შეიძლება, თუმცა ამგვარი სიამოვნება 45 000 დოლარი ღირს.

 

Raj Palace Hotel, ჯაიპური

თუ ინდოეთში, სადაც შედარებით იაფია დასვენება, სასტუმროს ნომერი 65 000 დოლარი ღირს, ე.ი. ის მართლაც ფანტასტიკურია. სასტუმროს ძვირადღირებულ ნომრების რიცხვს მიეკუთვნება საპრეზიდენტო ლუქსი Shahi Mahal, 1727 წელს აგებულ სასახლეში, რომელიც რესტავრაციის შემდეგ სასტუმრო Raj Palace-ის საკუთრება გახდა და განსაკუთრებით მათი მოწონებით სარგებლობს, ვინც ფუფუნებაში დასვენებასაა მიჩვეული. ელიტარული აპარტამენტები ანტიკვარული ავეჯითა და სამეფო ოჯახის კოლექციის ექსპონატებით, სასტუმროს ოთხ ოთახს იკავებს. Raj Palace-ში სტუმრებს უამრავი გასართობი ელით – ინდოეთის მემკვიდრეობის მუზეუმითა და ბიბლიოთეკით დაწყებული, ზამთრის ბაღითა და თეატრით დასრულებული.

 

Grand Hyatt Hôtel Martinez, კანი

ხუთვარსკვლავიანი Grand Hyatt კანის კინოფესტივალის დაარსებამდე ერთი წლით ადრე გაიხსნა და მას შემდეგ ცნობილი ადამიანების საყვარელ ადგილად ითვლება. კრუაზეტის სანაპიროზე მოთავსებული სასტუმრო სტუმრებს ლუქსის ნომრებს სთავაზობს ზღაპრული სპა-სალონის და ქალაქში ერთადერთი „მიშლენის“ ორვარსკვლავიანი რესტორნის მომსახურებით. ყველაზე ძვირადღირებული პენტჰაუსი მარმარილოს ოთხი აბაზანით და არტ-დეკოს სტილში გაფორმებული საძინებლით, 52 000 დოლარი ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g