LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შვილებს ყური დაუგდეთ, კი არ აუწიოთ. რამდენი ბავშვი მისულა თოკთან, კიდევ კარგი, ვერ გაუბედავს, მაგრამ დღემდე ყელზე აქვს ეს ყულფი..“- გიორგი კეკელიძის მიმართვა მშობლებს

167
გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მშობლებს მიმართავს „ყურის აწევის ნაცვლად, შვილებს ყური დაუგდონ, რადგან ასე უფრო უკეთესები გაიზრდებიან“.

როგორც გიორგი კეკელიძე წერს, „ახლამოწვერილი ოცნებების შეშინება და დაფრთხობა წკეპლით – ყველაზე დიდი დანაშაულია გულუბრყვილო მოტივით, თითქოს ასე უკეთეს ადამიანებს ვზრდიდეთ“.

„შვილებს ყური დაუგდეთ, კი არ აუწიოთ.

წუხელ პატარა ბიჭის ამბავი მოვისმინე, ამ ქვეყნიდან გაქცევა რომ სცადა და ჩემი ერთი ახალი საქმის გამო, ხშირად ვისმენ ასეთ ამბებს. ეს ათასები ირგვლივ დადიან და გვიღიმიან. მერე ჩვენსავე თვალწინ ,,წამოარტყამენ“ ხოლმე პატარებს და არც თუ ძალიან პატარებს ან თმებში წვდებიან.
„არ უჯერებს“ და „რა ქნან?“

ჩვენ ვდუმვართ. ან ეგებ ცოდვა გამხელილი სჯობს და იგივეს ვაკეთებთ. რამდენი ბავშვი მისულა თოკთან, კიდევ კარგი, ვერ გაუბედავს, მაგრამ დღემდე ყელზე აქვს ეს ყულფი – ეტყობა მათ თვალებს, ძალიან ეტყობა გაუგებარი და ბოროტი სასჯელი. ახლამოწვერილი ოცნებების შეშინება და დაფრთხობა წკეპლით – ყველაზე დიდი დანაშაულია გულუბრყვილო მოტივით, თითქოს ასე უკეთეს ადამიანებს ვზრდიდეთ. შიშით დამჯერ ადამიანებს – საბოლოოდ, ან საცოდავებს, ან გაბოროტებულებს.

დიახ, შვილებს ყური დაუგდეთ, კი არ აუწიოთ. ასე უფრო უკეთესები გაიზრდებიან. ჩემზე და შენზე უკეთესები“, – წერს გიორგი კეკელიძე.

შვილებს ყური დაუგდეთ, კი არ აუწიოთ. წუხელ პატარა ბიჭის ამბავი მოვისმინე, ამ ქვეყნიდან გაქცევა რომ სცადა და ჩემი ერთი…

Posted by გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze on Tuesday, February 20, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g