LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვილისგან განსხვავებით, სააკაშვილი ვერ ხედავს ადამიანებს, რომლებიც მისი სიკვდილით რაიმე სიკეთის მიღწევას უშვებდნენ – გვარამია

442
Untitled design - 2021-11-24T201054.058

მიხეილ სააკაშვილი, შვილისგან განსხვავებით, ვერ ხედავს ადამიანებს, რომლებიც მისი სიკვდილის ფასად რაიმე სიკეთის მიღწევას უშვებდნენ და აქ ჩამოიყვანეს, რათა მომკვდარიყო და რაღაც ზიანი მიეყენებინათ ხელისუფლებისთვის, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გორში, სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, სააკაშვილის თქმით, მისი ვაჟი, ედუარდ სააკაშვილი სრულწლოვანია და გააჩნია საკუთარი პოზიციები, რომლებსაც მამასთან შეთანხმების გარეშე გამოთქვამს.

„სააკაშვილმა მთხოვა, მეთქვა „რადიო თავისუფლების“ გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით, საუბარი იყო მისი ვაჟის მხრიდან, რომ ვიღაცებს სურთ მისი სიკვდილი და ეს შეიძლება, ურჩევნიათ. თვითონ მიშამ მთხოვა, განმარტება მიმეცა, რომ მისი ვაჟი არის სრულწლოვანი ადამიანი, თავისი აღქმები აქვს, პოზიციები და იგი აფიქსირებს ამ ყველაფერს მამასთან შეთანხმების გარეშე. თვითონ არ მიიჩნევს და ვერ ხედავს ადამიანებს, რომლებიც მისი სიკვდილის ფასად რაიმე სიკეთის მიღწევას უშვებდნენ და აქ ჩამოიყვანეს, რათა მომკვდარიყო და რაღაც ზიანი მიეყენებინათ ხელისუფლებისთვის.

ეს მისი პოზიცია არ არის, თუმცა ცხადია, შვილს არ ემიჯნება, პირიქით, ამბობს, რომ მიხარია, ინტერვიუ მისცა, საკუთარი აზრები გადმოსცა, ეს ის ნაწილია, სადაც მე ასე არ ვხედავ. ვფიქრობ, ეს ძალიან ნორმალური პოზიციაა. ერთსაც ჰქონდა ამის გამოთქმის უფლება და მეორესაც აქვს კომენტარის გაკეთების უფლებაც“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამია: სააკაშვილმა გაიარა ისეთი განსაწმენდელი, არავის რომ არ გაუვლია ამ ქვეყნის უახლოეს ისტორიაში გამსახურდიას მერე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g