LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარამია: სააკაშვილმა გაიარა ისეთი განსაწმენდელი, არავის რომ არ გაუვლია ამ ქვეყნის უახლოეს ისტორიაში გამსახურდიას მერე

192
Untitled design - 2021-11-24T191622.127

სააკაშვილი მოითხოვს აუცილებლად და დაუყოვნებლივ, ცენტრი „ემპათიის“ მიერ შექმნილი საექიმო საბჭოს შესვლას – ფიზიკურად აღდგენის პროცესი დაწყებულია, თუმცა, მენტალური აღდგენის პროცესი, რომელიც გაცილებით უფრო რთულია, დროულ და კვალიფიციურ ჩარევას საჭიროებს, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის, ეს გამოხატულია იმაში, რომ მას უჭირს საუბარი და სიარული.

„სააკაშვილმა პირადი ამოცანა დიდი ხანია შეასრულა. სააკაშვილმა გაიარა ისეთი განსაწმენდელი ამ ქვეყანაში, არავის რომ არ გაუვლია ამ ქვეყნის უახლოეს ისტორიაში ზვიად გამსახურდიას მერე. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში ყოფნა არ დასცალდა და ეს არც იყო საჭირო მისთვის. სააკაშვილმა შეცდომები დაუშვა თუ არა, იბრძოლა, გაიარა უმძიმესი განსაწმენდელი.

დღეს ის ჩემ თვალში გაცილებით მაღლაა, ვიდრე „ვარდების რევოლუციის“ დროს იყო. ეს პირადი ამოცანა მას შესრულებული აქვს. ემოციური და მორალური ომი მას უკვე მოგებული აქვს. ის აქ ჩამოვიდა არა იმიტომ, რომ გაესუფთავებინა საკუთარი თავი, ის აქ ჩამოვიდა იმიტომ რომ ამ ქვეყანაში რეალობა შეიცვალოს და ქვეყანა გადარჩეს“. – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g