LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვილისთვის გაერთიანებულები – ანტონიო ბანდერასი და მელანი გრიფიტი სტელა ბანდერასის გრანდიოზულ ქორწილში

1260
Untitled design (3)

როგორც ცნობილია, ანტონიო ბანდერასისა და მელანი გრიფიტის 29 წლის ქალიშვილი, სტელა, ბავშვობის მეგობარზე, ალექს გრუზინსკიზე დაქორწინდა. ტრადიციული ესპანური რომანტიზმითა და თანამედროვე გლამურით სავსე ცერემონიალს არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა. გამოცემა Hola! იუწყება, რომ სტუმრებს შორის იყვნენ მალია და საშა ობამები, სტელას ნახევარდა, დაკოტა ჯონსონიტიპი ჰედრენისტინგის მეუღლე, რეჟისორი და პროდიუსერი, ტრუდი სტაილერი და ა.შ…

ფოტო/ვიდეო: ქალიშვილის დაოჯახებით გაბედნიერებული მამა – ანტონიო ბანდერასი შვილის ქორწილში ემოციებს ვერ მალავს

რამდენიმე საათის წინ მედიაში წყვილის ქორწილიდან ოფიციალური ფოტოები გავრცელდა. განსაკუთრებულად ემოციურ და განხილავ კადრებად იქცა ფოტოები, რომელშიც ანტონიო ქალიშვილთან და ყოფილ მეუღლესთან, მელანი გრიფიტთან ერთად პოზირებს.

აგრეთვე მედიაში განიხილავენ თეთრ, მაქმანებიან კაბაში გამოწყობილი პატარძლისა და მისი ნახევარ დის, დაკოტა ჯონსონის ერთობლივ კადრებს. დის ქორწილში დაკოტამ შავი, გოთიკურ სტილში გადაწყვეტილი კაბა მოირგო.

საუკუნო სიყვარული – ანტონიო ბანდერასისა და მელანი გრიფიტის ქალიშვილი ბავშვობის მეგობარზე დაქორწინდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები