ველისციხეში 80 წლის ქალის გვამი იპოვეს. სავარაუდოდ, ის რამდენიმე კვირის გარდაცვლილია.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი კახა კუპატაძე ავრცელებს და წერს, რომ ადგილობრივების ინფორმაციით, შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.
“სოფელ ველისციხეში 80 წლამდე ქალის ცხედარს შვილი დაახლოებით 2 თვე ინახავდა. რას ამბობენ მეზობლები:
ქალი სავარაუდოდ, რამდენიმე კვირის გარდაცვლილია, რადგან სახლში გვამის ნაწილები ნახეს.
მის შვილს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და დედას ხშირად სცემდა. მისმა შვილმა არავის უთხრა და არ დაასაფლავა. სახლიდან საშინელი სუნი რომ გამოვიდა, მეზობლებმა პოლიციას დაურეკეს “.- ამის შესახებ ერთ- ერთმა ადგილობრივმა მომიყვა.”- წერს ჟურნალისტი.
“ფორტუნა” დეტალებზე ოფიციალურ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება.