LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შვილს არ უნდა უყვირო! ბავშვი ოჯახის სარკეა, შენ თუ ყვირილით და ჩხუბით ესაუბრები, მერე ნუღარ გიკვირთ ქალებზე მოძალადე „კაცები“ – ფსიქოლოგი, გიორგი ჩოგოვაძე

199
გიორგი ჩოგოვაძე

„ბავშვი ოჯახის სარკეა – შენ თუ ყვირილით და ჩხუბით ესაუბრები, მერე ნუღარ გიკვირთ ქალებზე მოძალადე „კაცები“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი, გიორგი ჩოგოვაძე წერს.  

მისი თქმით, ყვირილი არ აყალიბებს ჯანმრთელ კომუნიკაციას და ხშირად იწვევს შიშს, დაბნეულობას და თვითშეფასების დაქვეითებას. ფსიქოლოგი ამბობს, რომ სიყვარული და თანადგომა ქმნის იმ მშობელს, რომელსაც ბავშვი არა მხოლოდ ემორჩილება, არამედ ენდობა და მისაბაძად აღიქვამს:

„შვილს არ უნდა უყვირო! – ხმაური იქ ჩნდება, სადაც აზრი მთავრდება. ყვირილი არ აყალიბებს ჯანმრთელ კომუნიკაციას და ხშირად იწვევს შიშს, დაბნეულობას და თვითშეფასების დაქვეითებას. ბავშვს სჭირდება სიყვარული და უსაფრთხო გარემო, სადაც შეცდომის დაშვება არ ნიშნავს უარყოფას.

რატომ არ უნდა ვუყვიროთ ბავშვს:

დაშინება არაა სწავლის მეთოდი – შიშს დროებითი ეფექტი აქვს და ასე ბავშვი ვერ ისწავლის ქცევის მართვას. ყვირილი აქვეითებს ბავშვის ნდობას – ელოდე, რომ უფრო ნაკლებად გაგანდობს თავის განცდებს.

გახდება თვითონაც აგრესიული და ჩაკეტილი – რადგან სწავლობს, რომ პრობლემებზე საუბარი არაფერს ცვლის.

ბავშვი ოჯახის სარკეა – შენ თუ ყვირილით და ჩხუბით ესაუბრები, მერე ნუღარ გიკვირთ ქალებზე მოძალადე „კაცები“

დასასრული: სიყვარული და თანადგომა – ეს ქმნის იმ მშობელს, რომელსაც ბავშვი არა მხოლოდ ემორჩილება, არამედ ენდობა და მისაბაძად აღიქვამს“, – წერს ფსიქოლოგი გიორგი ჩოგოვაძე.  

შვილს არ უნდა უყვირო! – 🧠 ხმაური იქ ჩნდება, სადაც აზრი მთავრდება. ყვირილი არ აყალიბებს ჯანმრთელ კომუნიკაციას და…

Posted by ფსიქოლოგი გიორგი ჩოგოვაძე – Psychologist Giorgi Chogovadze on ოთხშაბათი, 07 იანვარი, 2026
magti 5g