LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შვილს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა აქვს.. ტანზე რაც ჰქონდა სათამაშოებიდან იყო აწყობილი“ – ადვოკატი თავდასხმის სავარაუდო მიზეზზე საუბრობს

111
BeFunky-collage (1)

ქუთაისში “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულს სავარაუდოდ, დღეს ბრალი ოფიციალურად უნდა წაუყენონ. 37 წლის გრიგოლ ნარსია სამართალდამცველებმა 10 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს.

ვიდეო: შსს ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელის დაკავებისა და მძევლების გათავისუფლების კადრებს ავრცელებს

შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში გუშინ შეიჭრა – მთავარი მოთხოვნის 2 მილიონი ლარის მისაღებად თავდამსხმელმა 14 პირი მძევლად აიყვანა.

ფოტო: „მინისტრის პირველ მოადგილეს რამდენიმე საათის განმავლობაში პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა მძევლებთან“ – რას წერს ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი

გრიგოლ ნარსიას ადვოკატი თავდასხმის სავარაუდო მიზეზზე საუბრობს. უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ გრიგოლ ნარსიას შვილს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა აქვს და ვარაუდობს, რომ ბანკში შეჭრაც სწორედ აღნიშნულსა და მძიმე სოციალურ მდგომარეობას უკავშირდება.

„საქმის მასალების გასაცნობად ახლა მივდივარ, მეტი ინფორმაცია მოგვიანებით მექნება, ვინაიდან ბრალდებულს კვლავ უნდა შევხვდე დ საქმესთან დაკავშირებით, მეტი ინფორმაცია მექნება.

ძალიან მოკლეხნიანი შეხვედრა მქონდა, თავის ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი, შვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აქვს კარგი, ეს ვიცი მისგან. ამ ფაქტამდე ჰყავდა შვილი ცუდად, ვფიქრობ, რომ ბანკში შესვლაც სწორედ უსახსრობის გამო მოხდა. შვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს“, – აღნიშნავს ადვოკატი “ინტერპრესნიუსთან”.

რაც შეეხება ხელყუმბარის საკითხს, ადვოკატის განმარტებით, „შესაძლოა, ის ნამდვილი არ იყოს“, დანარჩენი მოწყობილობები კი, რაც ტანზე ჰქონდა, ის სათამაშოებიდან ააწყო“.

„იარაღთან, ასაფეთქებლებთან დაკავშირებით საუბარი მქონდა, ასაფეთქებლები ნამდვილი არ იყო, სათამაშო იყო ეს ყველაფერიო. ხელყუმბარასთან დაკავშირებით დავუსვი შეკითხვა და შესაძლებელია, ხელყუმბარაც ნამდვილი არ იყოსო, ასეთი პასუხი გამცა. ტანზე რაც ჰქონდა, ყველაფერი სათამაშოდან იყო აწყობილიო“, – აცხადებს „ინტერპრესნიუსთან“ უფლებადამცველი.

ადვოკატი ფიქრობს, რომ მუხლები, რითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, საბოლოოდ, გამოყენებული არ იქნება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება), 323-ე (ტერორისტული აქტი) და 329-ე (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) მუხლებით მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g