LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვილს კოვიდი დაუდასტურდა, 3 დღე ჰქონდა მაღალი სიცხე, სხვა სიმპტომი არ ჰქონია – “გირჩი” აქტივობებს წყვეტს

697
zura girchi

„გირჩის“ ლიდერს, ზურა ჯაფარიძის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

საარჩევნო კამპანიაში ჩართული პოლიტიკოსი თვითიზოლაციაშია და იძულებული გახდა, პოლიტიკურ აქტივობებს ჩამოშორებოდა.

„კოსტას, უმცროს შვილს, მოუვიდა დადებითი პასუხი კოვიდ-ტესტზე.

მაღალი სიცხე ჰქონდა 3 დღე (სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონია) და საავადმყოფოში გადავიყვანეთ.

ამჟამად ბევრად უკეთესადაა.

სხვა ოჯახის წევრები კარგად ვართ, მათ შორის ნატა დაიტესტა და უარყოფითი პასუხი მოვიდა.

სამწუხაროდ ჩემი საჯარო აქტივობები უნდა შევზღუდო.

კამპანიას მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გავაგრძელებ.

31-ში უნდა მოვიგოთ“, – წერს სოციალურ ქსელში ზურა ჯაფარიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g