რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, რუსეთი მალე დასავლელი პოლიტიკოსების, მეწარმეების და სხვა აქტორების წინააღმდეგ პერსონალური სანქციების სიას გამოაქვეყნებს.
,,სიები მზად არის. ეს არის ძირითადად, ყოველდღიური მუშაობის ნაწილი“, – აღნიშნა რიაბკოვმა.
დიპლომატის თქმით, პასუხის შემუშავებისას მოსკოვი “გამოავლენს სიმშვიდეს”.
მისივე განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა მინიმუმამდე დაიყვანოს შემოღებული შეზღუდვები.
“ვიცოდით და ვიცით, რომ ამერიკელებისგან ნებისმიერ წუთს შეიძლება მოსალოდნელი იყოს ხრიკები. ჩვენ ვემზადებოდით იმ სიტუაციისთვის, რასაც ახლა ვხედავთ…
ჩვენ ვაწარმოებთ სტატისტიკას სანქციების ტალღის შესახებ, მათ დიდი ხანია გადააჭარბეს 100-ს და, ის, რასაც ჩვენ ვხედავთ სრულიად უპრეცედენტოა“, – აღნიშნა რიაბკოვმა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: