LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიახლე PSP-სგან – პირველი ლოქერი ფარმაციაში 

107
PSP ლოქერი

PSP-ს ინოვაციური პროექტი – პირველი ლოქერი ფარმაციაში მომხმარებელს შოპინგის ახალ, კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს: ონლაინ შეკვეთის მისაღებად კონკრეტული მისამართის მითითება და ლოდინი საჭირო აღარ არის; PSP-ს საიტზე ან აპლიკაციით შეკვეთილ პროდუქტებს მომხმარებელი სასურველ დროს, რიგის და ფარმაცევტთან კონტაქტის გარეშე აიღებს და PSP ლოქერით უფასოდ ისარგებლებს.  

ონლაინ შეკვეთისას PSP-ს ლოქერით სარგებლობისთვის მომხმარებელი აირჩევს სასურველ ლოქერს. ლოქერით სარგებლობისთვის მომხმარებელი SMS-ის სახით მიიღებს დასასკანერებელ ბარკოდს, რომლის ნახვა ასევე შეუძლია საიტის ან აპლიკაციის „ჩემი შეკვეთების“ გვერდზე.  

„მომხმარებლის ინტერესებისა და საჭიროების გათვალისწინებით მომსახურების სრულყოფა და პერმანენტული დახვეწა ჩვენი კომპანიის ყოველდღიური საზრუნავია. ინოვაციური პროექტი – პირველი ლოქერი ფარმაციაში, PSP-ს მომხმარებელს ონლაინ შოპინგის ახალ და კომფორტულ გამოცდილებას სთავაზობს. ლოქერით სარგებლობას ბევრი უპირატესობა აქვს, აღარ არის საჭირო კონკრეტულ მისამართზე კურიერს დაელოდო, ან აფთიაქში რიგში დადგე. ამასთან, ლოქერის მომსახურება სრულიად უფასოა“- აცხადებენ PSP-ში.   

შეიძინეთ შერჩეული პროდუქტები ონლაინ, აირჩიეთ ლოქერი სასურველ მისამართზე და აიღეთ შეკვეთა 10 წამში ურიგოდ და უკონტაქტოდ.

(R) 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g