LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიამოვნების ღიმილი სახეზე“ – მშობლების, ცნობილი რეჟისორის, რობ რაინერისა და მისი მეუღლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ნიკ რაინერის პირველი ფოტოები სასამართლო სხდომიდან და სხეულის ენის ექსპერტის ინტერვიუ

329
page

გასული წლის ბოლოს რეჟისორ, რობ რაინერისა და მისი მეუღლის შემზარავმა მკვლელობამ მსოფლიო მოიცვა. მომხდარმა საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მათ მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი მათი 32 წლის ვაჟი, ნიკ რეინერი იყო, რომელიც სამართალდამცავებმა იმავე დღეს დააპატიმრეს.

შვილი მთავარი ეჭვმიტანილი და 4 მილიონი დოლარის საქმე – რეჟისორ, რობ რაინერისა და მისი მეუღლის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება

ცნობილი ამერიკელი რეჟისორი რობ რაინერი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს

ლოს-ანჯელესის ცენტრში მდებარე სასამართლოში გამართულ პროცესზე ნიკ რაინერის სახეზე დაფიქსირებულმა უცნაურმა ღიმილმა საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ფოტოებმა კი მსოფლიო მედია მოიცვა.

„სხეულის ენის“ ექსპერტმა, სიუზან კონსტანტინმა გამოცემა Page Six-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განმარტა, რომ ეს მომენტი შესაძლოა მის შინაგან ემოციებზე მეტყველებდეს.

32 წლის ნიკ რეინერმა სასამართლოში ბრალი არ აღიარა. ლოს-ანჯელესის ოლქის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ორივე მათგანი „ბასრი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობისგან“ გარდაიცვალა.

„ეს არის მომენტი, როდესაც ადამიანს მოულოდნელი სიამოვნების ან აღტაცების შეგრძნება ეუფლება, ასეთ დროს სახეზე ჩნდება თითქმის ბოროტი ღიმილი, რომელიც ყველაზე შეუფერებელ დროს ძალაუნებურად იპარება“, – განმარტავს კონსტანტინი.

სასამართლო სხდომაზე ნიკი პატიმრის ფორმით და ხელბორკილებით წარსდგა. ის საჯარო დამცველ, კიმბერლი გრინის გვერდით იჯდა და უმეტესად ნეიტრალურ გამომეტყველებას ინარჩუნებდა, პასუხებს კი მოკლედ სცემდა.

საქმე კვლავ სასამართლო განხილვის პროცესშია. მისი შემდეგი სასამართლო სხდომა 29 აპრილს არის ჩანიშნული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები