სიამ ახალი დისკის რელიზის თარიღი გაამხილა. ავსტრალიელი არტისტის ინფორმაციით, მისი მე-10 სტუდიური ალბომი – Reasonable Woman 3 მაისს გამოვა.
აღსანიშნავია, რომ ფირფიტაში ისეთ საკულტო შემსრულებლებთან კოლაბორაციები შედის, როგორებიც: კაილი მინოუგი და Chaka Khan არიან.
კრებულის ლიდ სინგლი – Gimme Love, 48 წლის მომღერალმა 2023-ის 13 სექტემბერს გამოუშვა.
ცნობისთვის, ფირფიტის მეორე სინგლის – Dance Alone რელიზი დღეს, 7 თებერვალს შედგა. სიმღერა კაილი მინოუგთან დუეტია. საგულისხმოა, რომ ამ ტრეკისთვის, ორმა ავსტრალიელმა მუსიკოსმა პირველად ითანამშრომლა.