LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მადონა და კაილი მინოუგი ერთად პირველად ამღერდნენ

148
kylie-minogue-madonna

მადონას ,,საზეიმო ტურნე'” ჩრდილოეთ ამერიკაში გრძელდება. 4-დან 11 მარტის ჩათვლით, პოპის დედოფლის კონცერტები ლოს-ანჯელესში გაიმართა.

ლაიონელ რიჩი ნანობს, რომ We Are the World-ის ჩაწერაში მონაწილეობა მადონას არ შესთავაზა

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ საღამოს, ყველასთვის მოულოდნელად, მას სცენაზე კაილი მინოუგი შეუერთდა.

ყველა დროის ორი საუკეთესო ქალი არტისტის ერთმანეთის გვერდით დანახვა, უდავოდ ამაღელვებელი მომენტი იყო. აქამდე მათ ერთად არასდროს უმღერიათ.

ვიდეო: უხერხული მომენტი მადონას კონცერტზე – პოპის დედოფალს ტორონტო ბოსტონში აერია

ლეგენდარულმა შემსრულებლებმა პუბლიკას გლორია გეინორის 1978 წლის კლასიკური ჰიტი – I Will Survive და 2000-იანებიდან თავად კაილის საკულტო ჩანაწერი – Can’t Get You Out of My Head შესთავაზეს.

ცნობისთვის, მადონას The Celebration Tour, რომელსაც ის თავისი 40 წლიანი მუსიკალური კარიერის აღსანიშნად მართავს, 26 აპრილს, მეხიკოში დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები