LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაიონელ რიჩი ნანობს, რომ We Are the World-ის ჩაწერაში მონაწილეობა მადონას არ შესთავაზა

166
Untitled

საკულტო ჰიტის – We Are the World გამოსვლიდან, 2025-ში 40 წელი გავა. კომპოზიციისთვის, რომლის ჩაწერის იდეა ჰარი ბელაფონტეს ეკუთვნის, ტექსტი – ლაიონელ რიჩიმ და მაიკლ ჯექსონმა დაწერეს.

ყველასთვის ცნობილია, რომ სინგლი საქველმოქმედოა, რადგან ის აფრიკის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით შეიქმნა და საკმაოდ დიდი შემოსავალიც მიიღო.

საგულისხმოა, რომ მაშინ სიმღერის შესასრულებლად შოუბიზნესის არაერთ ვარსკვლავს მოუყარეს თავი, რომელთაც უჰონორაროდ იმუშავეს.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩანაწერის შექმნაში იმ დროისთვის ცნობილი და აღიარებული მუსიკოსების უმრავლესობამ, მათ შორის კი სტივი უანდერმა, ტინა ტერნერმა, დაიანა როსმა, ბილი ჯოელმა და რეი ჩარლზმა მიიღეს მონაწილეობა, იყვნენ გამონაკლისებიც.

ერთ-ერთი ასეთი კი მადონაა, რომლის უგულებელყოფის შესახებ, ახლახან ლაიონელ რიჩიმ ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ არ შესთავაზა პოპის დედოფალს ჩაწერაში მონაწილეობა.

ის გამოტყდა, რომ რადგან სამღერი მხოლოდ ერთი მონაკვეთი იყო, მაშინ ამ უკანასკნელის ნაცვლად, არჩევანი სინდი ლუპერზე გააკეთა.

ჯიმი კიმელთან სტუმრობისას, წამყვანის რეპლიკაზე რატომ ერთად არ ჩართეს ორივე არტისტი საკულტო კოლაბორაციაში, როცა ეს რეალურად შესაძლებელი იყო, რიჩიმ სინანულით უპასუხა, რომ ძალიან შეცდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები