სიცილიურ ქალაქ აგრიჯენტოში მაფიის თემაზე შექმნილი სუვენირების გაყიდვა აკრძალეს. ამ გზით მერია ტურისტებს შორის ქალაქის იმიჯის გაუმჯობესებას აპირებს, წერს New York Post.
მიუხედავად იმისა, რომ იტალიური პოლიცია აქტიურად ებრძვის ორგანიზებულ დანაშაულს, ვიზიტორები სიცილიას მაინც მაფიასთან აიგივებენ. ტურისტებს არ აინტერესებთ ათეულობით ანტიკური ტაძარი, რომელიც აგრიჯენტოში ჯერ კიდევ მაშინ აშენდა, როცა სიცილია ძველი საბერძნეთის კოლონიას წარმოადგენდა.
სუვენირების მაღაზიების მეპატრონეები „მაფიოზურ“ იმიჯს ამყარებენ, ყიდიან მაგნიტებს, ფიგურებს თუ ბრელოკებს მაფიოზური სიმბოლიკით, ანდაც მაისურებს რომელზეც „ნათლიაა“ გამოსახული.
ამიერიდან ასეთი სუვენირები დახლებიდან სრულად გაქრება. კანონის აღსრულებას პოლიცია გააკონტროლებს და კანონდამრღვევებს დააჯარიმებს კიდეც.