ვიქტორია ბექჰემმა გამოცემა Grazia-ს ახალი ნომრის გარეკანი დაამშვენა. ლეგენდარული ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის საყვარელი ქალი და ოთხი შვილის დედა, როგორც ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურებოდა. დიზაინერმა ინტერვიუში ასაკის შესახებ ისაუბრა და თამამად განაცხადა, რომ 50 წლის შემდეგ აღარ აპირებს იმაზე იღელვოს, თუ როგორ გამოიყურება.
„იყო პერიოდი, როცა სანაპიროზე მშვიდად ჯდომა არ შემეძლო, არ ვიყავი საკუთარ თავში საკმარისად დარწმუნებული. ახლა ყოველივე ეს წარსულს ჩაბარდა. მე მიყვარს წითელი ღვინო და არ ვაპირებ იმაზე ფიქრს, რომ იგი ზედმეტად კალორიულია. როცა ასაკის მატებაზე ვფიქრობ, პანიკა არ მემართება. ჩემი აზრით სიცოცხლე ხანმოკლეა იმისათვის, რომ კალორიები ვითვალოთ“, – აცხადებს ცნობილი დიზაინერი, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ 50 წელი შეუსრულდა.
„ყველგან და ყოველთვის დახვეწილი“ – ვიქტორია ბექჰემი Elle-ს გარეკანზე