LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიცოცხლეს ჩუქნი, იმედს, გამარჯვების ძალას სასოწარკვეთილ, საერთოდ უცნობ ადამიანებს! შეუძლებელ ქარბორბალას ატრიალებ!“ – ნათია ბანძელაძე ნანუკა ჟორჟოლიანზე

363
ნათია ბანძელაძე ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს თანადგომას უცხადებს. ნათია ბანძელაძე წერს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი „სიცოცხლეს, იმედს და გამარჯვების ძალას ჩუქნის უცნობ ადამიანებს.

ვიდეო: „სინამდვილეში საერთოდ არაფერი არ გაჩერდება, უბრალოდ სხვა ფორმას მიიღებს“ – მარიამ გეგუჩაძე „ნანუკას ფონდის“ დაყადაღებაზე

„თუ რამეზე მიოცნებია და ღმერთისთვის მითხოვია, ჯანმრთელობა და სიკეთის კეთების ძალაა! Nanuka Zhorzholiani რაც გიკეთებია, ყველასთვის და ყველაფრისთვის მადლობ, არაერთხელ მომიწერია და მითქვამს კიდეც! შეუძლებელ ქარბორბალას ატრიალებ! სიცოცხლეს ჩუქნი, იმედს, გამარჯვების ძალას სასოწარკვეთილ, საერთოდ უცნობ ადამიანებს! რა ბედნიერი ხარ ნანუკა! რა ბედნიერი და როგორ არიგებ ამ ბედნიერებას! მიყვარხარ მეგობარო! როგორ არ გიცნობენ :)):): ნუ ერთი იმას არ გპატიობ ჩემზე გამხდარი რომ ხარ 💓💓💓“, – წერს ნათია ბანძელაძე.

ცნობისათვის, 17 მარტს, პროკურატურამ რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხის დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

საგამოძიებო უწყების განცხადებაში წერია: „ე.წ. „ფონდები“ შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ახმარენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა ფინანსურ უზრუნველყოფას – საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა „ნანუკას ფონდის“ , „ფროსფერითის“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ის, „სირცხვილიას“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება“.

„ჩხრეკა რომ ჩატარდება, ველოდები, ბრალის წაყენებას… არ გამოვრიცხავ, მიუახლოვდნენ ჩემი დაკავების ამბავსაც“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

„მნიშვნელოვანია, პატიმრებმა იცოდნენ, რომ ფინანსური დახმარების გარეშე არ დარჩებიან“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი: „ამდენი თვე რატომ ელოდებოდა პროკურატურა თუ დამნაშავე ვიყავი? რის ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, პატიმრების საპატიმრო ბარათების შევსება ყოველთვე მოხდება“

„ე.წ. „ფონდები“ მიღებული ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს წარმართავდნენ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებისთვის“ – პროკურატურა რამდენიმე ფონდის, მათ შორის „ნანუკას ფონდის“ ანგარიშების დაყადაღებაზე

ნინო წილოსანი: „ნანუკა ჟორჟოლიანის იაფფასიანი ვიდეოების მიღმა, როგორც ვხედავთ რევოლუციური პროცესების და გადატრიალების დაფინანსება იმალებოდა“

მამუკა მდინარაძე: როდესაც გეუბნებიან: „დააშავე, ჯარიმას გადაგიხდი “, ეს არის სახელმწიფო ფუნქციის გაუქმების მცდელობა – სახელმწიფოს ჩამოშლის მცდელობაა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g