LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიცოცხლეში ვერ შეძლო თუმცა 24 წლიანი ემიგრაციის შემდეგ უბრუნდება თავის მშობლიურ მიწას“ – ერისიონის მოცეკვავე ვაჟა გეგელაშვილი გარდაიცვალა

1471
ვაჟა გეგელაშვილი

ერისიონის მოცეკვავე ვაჟა გეგელაშვილი ამერიკაში გარდაიცვალა – სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ოჯახის წევრი, ეკატერინე ესებუა ავრცელებს.

ემოციურ წერილში ეკატერინე ესებუა ამბობს, რომ მისი ბიძა, ვაჟა გეგელაშვილი 24 წლიანი ემიგრაციის შემდეგ უბრუნდება თავის მშობლიურ მიწას.

მისი თქმით ერისიონის ერთ-ერთი გამორჩეული მოცეკვავე ამერიკული გასტროლების შემდეგ დარჩა ამ ქვეყანაში საცხოვრებლად:

„სიცოცხლეში ვერ შეძლო თუმცა 24 წლიანი ემიგრაციის შემდეგ უბრუნდება თავის მშობლიურ მიწას. ჩემი ბიძიკო, ვაჟა გეგელაშვილი, ერისიონის ერთ-ერთი გამორჩეული მოცეკვავე ამერიკული გასტროლების შემდეგ დარჩა ამ ქვეყანაში საცხოვრებლად და ვფიქრობ ეს მისი უდიდესი შეცდომა იყო… მისი პიროვნება ქართული კულტურისა და ტრადიციების ღირებულებებზე იდგა და ვერ შეძლო შეჰგუებოდა მისთვის უცხო სამყაროს…

ნოსტალგია და სევდა ავადმყოფობაში გადაეზარდა და წლები დაიტანჯა ასეთ განსაცდელში… მის სახეზე ეს სევდა მთელი წლების მანძილზე არ მოშორებია… ახლა კი ვფიქრობ დაისვენა მისმა სულმა რადგან კეთილი ადამიანი იყო და ბოროტება არასოდეს გულშიც არ გაუვლია…
ჩემს ქორწილში ქართულ ცეკვაზე გამომიცეკვა მახსოვს.. ხელებს რომ გაშლიდა არწივივით ძლიერი და ლამაზი ვაჟკაცი, მასზე უკეთესი სანახავი იშვიათი იყო კაცი… სწორედ ისეთი გულანთებული ქართველი ვაჟკაცი დარჩები ვაჟიკო ჩემს გულში       
ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი ვაჟა გეგელაშვილს!!!! ამინ!“ – წერს ეკატერინე ესებუა და ვაჟა გეგელაშვილის კადრებს ავრცელებს.

სიცოცხლეში ვერ შეძლო თუმცა 24 წლიანი ემიგრაციის შემდეგ უბრუნდება თავის მშობლიურ მიწას. ჩემი ბიძიკო, ვაჟა გეგელაშვილი,…

Posted by Ekaterine Esebua on სამშაბათი, 20 აგვისტო, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები