უაინონა რაიდერმა გამოცემა Harper’s Bazaar-ის ივლისის ნომერი დაამშვენა. 50 წლის მსახიობის შთამბეჭდავ ფოტოებში ფერთა საოცარი გამაა წარმოდგენილი, თუმცა ჟურნალისთვის მიცემული ინტერვიუც არანაკლებ საინტერესოა. მსახიობმა ჯონი დეპის შესახებ ისაუბრა და გამოტყდა, რომ მასთან განშორების შემდეგ ის დიდ ხანს ცდილობდა მდგომარეობიდან გამოსვლას. მან საკუთარი ფსიქიკური მდგომარეობა თავის კინო-გმირს შეადარა ფილმიდან „შეწყვეტილი ცხოვრება“.
„ძალიან რთული პერიოდი მქონდა, ჩაკეტილი ვიყავი საკუთარ თავში, სიძულვილის ეტაპის გადალახვაში მიშელ პფაიფერი დამეხმარა“, – აცხადებს უაინონა.
2000-იანი წლების ყველაზე მოდური მსახიობი წლების წინ და ახლა – უაინონა რაიდერი 50 წლისაა
კიანუ რივზი და უაინონა რაიდერი უკვე 30 წელია დაქორწინებულები არიან? – რივზის უეცარი აღიარება