LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიანუ რივზი და უაინონა რაიდერი უკვე 30 წელია დაქორწინებულები არიან? – რივზის უეცარი აღიარება

8003
page

ახლახან, 57 წლის კიანუ რივზი Esquire-ის გარეკანზე მოხვდა. მსახიობმა არაერთ თემაზე ისაუბრა, გაიხსენა მისი პარტნიორი, სანდრა ბულოკი და განაცხადა, რომ მასთან თანამშრომლობა სურს, რადგან მათ შორის საოცარი ქიმია ტრიალებდა.

ფოტო: „სანდრასთან კიდევ ვითანამშრომლებდი, ჩვენ შორის საოცარი ქიმიაა“ – კიანუ რივზის Esquire-ის გარეკანზე

კიანუმ უაინონა რაიდერზეც ვრცელად ისაუბრა. მისი განცხადებით, ის მასზე ღმერთის წინაშე  უკვე 30 წელია დაქორწინებულია. ამავეს აცხადებს რაიდერიც არაერთ ინტერვიუში.

„ჩვენ ნამდვილი ჯვრისწერის ცერემონია გვქონდა, კოპოლამ გადაღებისთვის ნამდვილი მღვდელი დაიქირავა და რიტუალიც წესისამებრ შედგა, ასე რომ ჩვენ უკვე 30 წელია დაქორწინებულები ვართ“, – აცხადებს უაინონა.

ცნობისთვის, როდესაც 1992 წელს ფილმ „დრაკულას“ იღებდნენ, უაინონა ჯონი დეპს ხვდებოდა. რაიდერსა და რივზს მუდამ თბილი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა რომანი მათ შორის არ დადასტურებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები