LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიენენი – С ვიტამინი და თუთია კოვიდ-19-თან ბრძოლაში ვერ დაგეხმარებათ

199
cvitamintuta2021345

С ვიტამინი და თუთია საკმაოდ პოპულარული დანამატებია, რომლებსაც ადამიანები ხშირად იღებენ როგორც გრიპის ან სეზონური გაციების პრევენციისათვის, ასევე ვირუსებით ინფიცირებისას. თუმცა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს დანამატები გავლენას ვერ ახდენენ კოვიდ-19-ის მიმდინარეობაზე მაშინაც კი, როცა მათ დიდი დოზებით იღებენ.

პირველი რანდომიზებული კლინიკური კვლევის შედეგები იმდენად არაშთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ კვლევა ნაადრევად შეწყდა.

კლინიკური კვლევის ფარგლებში თუთიას და С ვიტამინს როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე დიდი დოზებით აძლევდნენ ადამიანთა სამ ჯგუფს. თითოეული ჯგუფი 214 ზრდასრულისაგან შედგებოდა. მეოთხე ჯგუფში მყოფ ადამიანებს არც თუთია და არც С ვიტამინი არ ეძლეოდათ.

აღმოჩნდა, რომ არც ცალ-ცალკე და არც ერთად თუთია და С ვიტამინი ვერც კოვიდ-19-ის სიმპტომებს ამცირებენ და ვერც დაავადების მიმდინარეობის სირთულეზე ახდენენ გავლენას, თუმცა მაღალი დოზების მიღების გამო კვლევაში მონაწილეთა ნაწილს უსიამოვნო გვერდით მოვლენებთან მოუწია ბრძოლა, მაგალითად დიარეასა და მუცლის ტკივილებთან.

С ვიტამინი ანტიოქსიდანტია, რომელიც იმუნური სისტემის გაძლიერების საქმეში გარკვეულ როლს ასრულებს, თუმცა დადგენილი არ არის, რომ მას ავადმყოფობის თავიდან აცილება შეუძლია. თუთიას მართლაც აქვს უნარი, დაეხმაროს უჯრედს ინფექციასთან ბრძოლაში, თუმცა არც-ერთი მათგანი არ გამოდგება არც კოვიდ-19-ის მიმდინარეობის შესამსუბუქებლად და არც დაავადების ხანგრძლივობის შესამცირებლად.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი რანდომიზებული კვლევა ახლა D ვიტამინთან მიმართებაშიც ტარდება, შესაბამისად მალე დადგინდება მითია თუ სინამდვილე გავრცელებული ხმები იმაზე, რომ D ვიტამინს კოვიდ-19-თან ბრძოლაში ორგანიზმისათვის გარკვეული დახმარების გაწევა შეუძლია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g