LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ბოჯგუა: „ვინც ორსულობას უახლოეს პერიოდში გეგმავს, აუცილებლად უნდა აიცრას და ვაქცინაციიდან ორ კვირაში შეუძლია დაგეგმოს ორსულობა…“

216
fortuna (2)

მეან-გინეკოლოგი, სოფო ბოჯგუა ორსულობისას ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ საიტთან dedamicis.ge საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან. 

ახდენს თუ არა კოვიდ19-ის საწინააღმდეგო  ვაქცინა გავლენას  ფერტილობაზე ? 

ამ დროისთვის არ არსებობს არანაირი მტკიცებულება  რომ ვაქცინაციას შეუძლია უშვილობის პროვოცირება. საერთოდ არანაირი. ჩატარდა კვლევა სპერმის ხარისხზე Pfizer-ით აცრილებში. კვლევამ აჩვენა, რომ ფაიზერით აცრილებში სპერმის ხარისხი არ შეიცვალა. ვინც ორსულობას უახლოეს პერიოდში გეგმავს,  აუცილებლად უნდა აიცრას და  ვაქცინაციიდან ორ კვირაში  შეუძლია დაგეგმოს ორსულობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები